„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები შენობაში შესასვლელად მთავრობას ვადას 13:00 საათამდე აძლევენ

„ბავშვთა სამყაროს“ მოვაჭრეები შენობიდან კუთვნილი ნივთების გამოტანას ითხოვენ. ისინი ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებენ, მოხდეს მათი კუთვნილი ნივთების შენობიდან გამოტანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შენობაში შეჭრით, გზის გადაკეტვით და შენობის შტურმით აღებით იმუქრებიან.
ცოტა ხნის წინ მოვაჭრეების ნაწილმა განაცხადა, რომ მათ ადმინისტრაციის თანამშრომლებმა პირობა მისცეს, რომ დღეს ტერიტორიაზე შესვლას შეძლებენ, მას შემდეგ, რაც უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი სამუშაოები დასრულდება.
„ადმინისტრაციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, გოჩა კაპანაძე, იყო გამოსული „ბავშვთა სამყაროს“ თანამშრომლებთან, რომელმაც თქვა, რომ უსაფრთხოების სამუშაოების დასრულების შემდეგ, ისინი ნელ-ნელა, ეტაპობრივად, შეძლებენ შევიდნენ ტერიტორიაზე“, – აცხადებენ მოვაჭრეები.
ამ წუთებში თბილისის ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს ხვდება. აბაშიძე “ბავშვთა სამყაროს” მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ მივიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები