“ბავშვთა სამყაროს” შენობაში შეჭრის მცდელობის დროს შენობის ფასადის ნაწილი ჩამოიშალა

რამდენიმე წუთის წინ ხმაური იყო „ბავშვთა სამყაროს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დაზარალებული მოვაჭრეები დამწვარ შენობაში შეჭრას ცდილობდნენ, თუმცა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცათ. სწორედ იმ დროს, როდესაც სამართალდამცველები ცდილობდნენ, ადგილზე შეკრებილებისთვის აეხსნათ, რომ შენობაში შესვლა მათივე უსაფრთხოების გამო ეკრძალებოდათ, ნაგებობის ფასადის ნაწილი რამდენჯერმე ჩამოიშალა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მცირე სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ ვითარება განიმუხტა. ამ ეტაპზე შენობის მიმდებარე ტერიტორიას კვლავ დიდი რაოდენობით საპატრულო პოლიცია იცავს. ადგილზე რჩებიან დაზარალებულებიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები