ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ „სასაზღვრო“ ზონაში საშვების სისტემა გააუქმა
ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობამ „სასაზღვრო“ ზონაში ოკუპირებული რეგიონის მოსახლეობისთვის საშვების სისტემა გააუქმა. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი“ იუწყება. როგორც „სპუტნიკს“ ე.წ. სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვალერი ზოზულიამ განუცხადა, ამ ზონაში მისასვლელად ახლა პასპორტი ან სამსახურის საბუთია საკმარისი. მისივე ინფორმაციით, ოკუპირებულ რეგიონში სხვა ქვეყნიდან ჩასული პირები „სასაზღვრო ზონაში“ ჩასვლას კვლავ საშვებით შეძლებენ, თუმცა განცხადებების განხილვის ვადა 30-დან 10 დღემდე შემცირდება.