დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაადრევია

“რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება ნაადრევია”,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, ტერეზა მეისთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მეი პირველია სახელმწიფოების ლიდერთა შორის, ვინც ვაშინგტონში ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ ჩავიდა. თავის, მხრივ, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ის მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების შენარჩუნების მომხრეა, ვიდრე რუსეთი მინსკის შეთანხმებებს არ შეასრულებს.
ტრამპმა განაცხადა, რომ შაბათს ის ტელეფონით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უნდა ესაუბროს. აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტთან კარგი ურთიერთობების დამყარების იმედი გამოთქვა. იგი მოსკოვთან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას იმედოვნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები