თურქეთში გარეულმა ღორებმა ბაღები და ნათესები გაანადგურეს
თურქეთში, ჩანაკალეს ბაირამიჩის რაიონის მთებიდან დასახლებულ პუნქტებამდე ჩამოსულმა ასობით გარეულმა ღორმა ბაღები და ნათესები გაანადგურა. ერთ-ერთი სოფლის მაცხოვრებელი, დაზარალებული, სალიჰ ფეჰლივანი აცხადებს, რომ სოფლიდან 4 კილომეტრის მოშორებით მდებარე საკუთარ ბაღში მუშაობდა, როდესაც უცნაური ხმები შემოსმა. ფეჰლივანი იხსენებს, რომ მან ასობით გარეული ღორი დაიანახა, რომლებიც სოფლის განაპირა მდებარე ბაღებისკენ მიემართებოდნენ. ღორებმა ყველა ნარგავი ფესვებიანად ამოთხარეს და ბაღი მთლიანად გაანადგურეს. ღორების მიერ მიყენებული ზარალი საკმაოდ დიდია. მათ მიერ განადგურებული მიწების ხელახლა დამუშავება ფაქტობრივად შეუძლებელია. ამ პრობლემის გამო სოფელ ქარაქოის გამგებელი რამაზან ჩაქირი ბაირამიჩის ნადირობისა და ცხენოსნობის ასოციაციის თავმჯდომარეს ილმაზ ბეჯერენს დაუკავშირდა და ღორებზე ნადირობის დასაწყებად შესაბამისი კანონიერი ღონისძიებების გატარება სთხოვა.