ლევან ლორიას მოთხრობების კრებულის – „საცაა და შემოჰკრავს ზარებს“ წარდგინება გაიმართება
31 იანვარს, 18:00 საათზე, ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გამომცემლობა „კალმოსანი“ ლევან ლორიას მოთხრობების კრებულის – ,,საცაა და შემოჰკრავს ზარებს“ წარდგინებას გამართავს.
როგორც „კვირას“ თავად მწერალმა განუცხადა, ეს მისი მეექვსე კრებულია, რომელშიც ბოლოდროინდელი მოთხრობებია გამოქვეყნებული. რედაქტორია მაია მიქაია.