ე.წ. სამხრეთ ოსეთი: სტატუსი აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის საქართველოს კონსტიტუციაში აბსურდულია

საქართველოს კონსტიტუციაში აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის  სტატუსის მინიჭება აბსურდულია. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაშია აღნიშნული.
„აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის რეინტეგრაცია საქართველოში არის აბსურდული და ამ იდეას ქართულ საზოგადოებას თავზე ახვევენ,“ – აცხადებენ ცხინვალში.
ცნობისთვის, ამჟამად საქართველოს საკონსტიტუციო კომისია აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის „განსაკუთრებული სტატუსის“ მინიჭების საკითხს განიხილავს. საკონსტიტუციო რეფორმა გაზაფხულისთვის იგეგმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები