დღეს ნინოობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს, მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნატარესმა, ილია მეორემ დღესასწაულთან დაკავშირებით, ლოცვა გუშინ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში შეასრულა. მსახურების დროს ტაძარში წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი გამოაბრძანეს. მორწმუნეებს ამ სიწმინდის მოლოცვა დღესაც შეეძლებათ. საღმრთო ლიტურგია პატრიარქმა დღეს სიონის ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.
წმიდა ნინო წარმოშობით კაბადოკიის ქალაქ კოლასედან იყო. მისი მამა, ზაბულონი საფრანგეთის განმანათლებლად ითვლება. მოციქულთა სწორი ქალწული ნინო საქართველოში, დაახლოებით, 323 წელს ჯავახეთის მთებით შემოვიდა. მას თან ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ვაზის ჯვარი ჰქონდა. ქართველთა განმანათლებლისა და მოციქულთა სწორის, წმიდა ნინოს ქადაგებით, საქართველოში ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად 326 წელს გამოცხადდა. ამ დროს სამეფო ტახტი მეფე მირიანსა და დედოფალ ნანას ეპყრათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები