ნაბაკევის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა. სოფლის 200-მდე მკვიდრი ენგურზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის მოსალოდნელი დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. ამის შესახებ “კავკაზსკი უზელი” იუწყება.
მიტინგის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ გამშვები პუნქტის დახურვა მათ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის, ვინაიდან საოკუპაციო ხაზის გადაკვეთა ძალზე ხშირად უწევთ. გალის რაიონის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა და სოფელ ნაბაკევის გამგებელმა მოსახლეობას განუცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ მიიღო.
გასული წლის ნოემბერში „კავკაზსკი უზელისთვის“ მიცემულ ინტერვიუში რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ ენგურზე მხოლოდ ორი გადასასვლელი უნდა არსებობდეს. მისი თქმით, ენგურზე ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაიხურება. ჯერჯერობით უცნობია, როდის დაიხურება ნაბაკევის და ოტობაიას საკონტროლო-გამშვები პუნქტები.გავრცელებული ინფორმაციით, ეს იანვრის ბოლოს უნდა მოხდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები