„დიპანი“ – გიორგი რაზმაძის თავისუფალი ჩვენება „მზიურში“

27 იანვარს,  20:00 საათზე, „მზიურის“ თავისუფალ ჩვენებას კინომცოდნე გიორგი რაზმაძე წარმოადგენს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, სირიელ ლტოლვილთა კრიზისმა ევროპისა და, ზოგადად, დასავლეთის ერთიანობა კითხვის ქვეშ დააყენა. ბრექსიტის მომხრე პოლიტიკოსების ერთ-ერთი მთავარი არგუმენტიც ლტოლვილებისა და საზღვრების პრობლემას უკავშირდებოდა. ამის პარალელურად, საფრანგეთში, ტერორისტული აქტები მოეწყო, რომელთა ორგანიზატორებიც “გეტოებში” გაზრდილი ფანატიკოსები იყვნენ.
სულ რამდენიმე “ფილმი-წინასწარმეტველების” გახსენება შეიძლება და ერთ-ერთი „ოქროს პალმის რტოს“ ლაურეატი ფილმი – „დიპანია”.
შრი-ლანკის სამოქალაქო ომს გამოქცეული დიპანი და მისი ოჯახი საფრანგეთში, ლტოლვილთა გეტოში ამოყოფს თავს. ამ ფილმში ჟაკ ოდიარი იკვლევს ჩაკეტილ საზოგადოებებში ძალაუფლებისა და წესრიგის ბუნებას, რაც ხელისუფლებისა და უმრავლესობის ინდივიდზე ძალადობის მიკრომოდელს წარმოადგენს. ძალადობა წარმოშობს ძალადობას, თუმცა ფილმის მთავარი გმირი მაინც პოულობს გამოსავალს, რომელიც ნამდვილად არ არის ერთმნიშვნელოვანი.
ჩვენების ორგანიზატორი: გიორგი რაზმაძე; ფილმის რეჟისორი: ჟაკ ოდიარი; ქვეყანა: საფრანგეთი ქრონომეტრაჟი: 109 წთ.
“მზიურის“ თავისუფალი ჩვენებები” იმართება პროექტ “ახალი მზიურისა” და  ფონდ „აჰუაჰუს“ თავისუფალი კინოჩვენებების  პარტნიორობით, სადისკუსიო ფორმატში, საგანმანათლებლო-შემეცნებითი მიზნებისთვის.
პროექტის მხარდამჭერია “აჭარანეთი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები