შავი ზღვის სანაპიროზე შტორმი და ტემპერატურის კლებაა მოსალოდნელი
ამაღამ და ხვალ, შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალამდე შტორმია მოსალოდნელი. ამის შესახებ „კვირას“ მეტეოროლოგმა მავილე ბერიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მოსალოდნელია სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ. წმ-ში, ზოგან ქარი 17-22 მ. წმ-მდეც გაძლიერდება.
“ამაღამ და ხვალ შავი ზღვის სანაპიროზე 4-5 ბალამდე შტორმი დაფიქსირდება. შტორმული სიტუაცია 27-28 იანვარსაც შენარჩუნდება. გაძლიერდება სამხრეთ – დასავლეთის მიმართულების ქარი 17-22 მ. წმ-მდე“, – განუცხადა „კვირას” მავილე ბერიძემ.
მთიან რაიონებში მოსალოდნელია თოვლი და ქარბუქი, ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.