რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ოჯახში ცემის დეკრიმინალიზაციის კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ მეორე მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვით ოჯახში ცემის პირველი შემთხვევის დეკრიმინალიზაცია მოხდება.  კანონპროექტს 385-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 2 წინააღმდეგი იყო. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
კანონპროექტი სახელმწიფო დუმაში გასული წლის შემოდგომაზე შეიტანეს. საკითხის განხილვისას დეპუტატთა ნაწილი ორსული ქალების, არასრულწლოვანთა და შშმ პირების ცემისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შენარჩუნებას მოითხოვდნენ, თუმცა ამ წინადადებას დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები