მოსულის აღმოსავლეთ ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ მთლიანად გათავისუფლდა

ერაყის ქალაქ მოსულის აღმოსავლეთ ნაწილი შეიარაღებულმა ძალებმა „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკებისგან“ მთლიანად გაათავისუფლეს. ამის შესახებ ერაყის პრემიერ-მინისტრმა ჰაიდერ აბადიმ განაცხადა.
პრემიერმა განაცხადა, რომ მოსულის გათავისუფლების ოპერაციაში მონაწილე სამხედროებმა „უდიდესი გმირობა“ გამოიჩინეს.
მისი თქმით, ამჟამად ქალაქის დასავლეთ ნაწილის გათავისუფლება იგეგმება, თუმცა კონკრეტულ ვადებს აბადი არ ასახელებს.
„ისლამურმა სახელმწიფომ“ მოსული 2014 წლის ივნისში აიღო. მისი გათავისუფლება ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ფაქტობრივ განადგურებას ნიშნავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები