გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაშავდა
თბილისში, გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი ადამიანი დაშავდა. როგორც “კვირას” თვითმხილველმა განუცხადა, ავარიის შედეგად ერთ-ერთი დაშავებული მცირეწლოვანია. დაზარალებულები სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე აღძრულია საქმე, გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.