მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის ვეტოზე: გაკვირვებას იწვევს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ სასამართლო რეფორმის მესამე ტალღასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ ვეტოს დადების გადაწყვეტილება მასში გაკვირვებას იწვევს. მისი თქმით, შინაარსობრივი განხილვის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, პარლამენტი ვეტოს დაძლევს თუ სხვაგვარად იმოქმედებს.

„გაკვირვებას იწვევს პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება, თუმცა ასევე გავეცანით იმ ანონსს, რაც დაკავშირებულია კონკრეტულ შენიშვნებთან და ჩვენ ვფიქრობთ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყურადღებით უნდა გავეცნოთ ამ შენიშვნებს და დეტალური განხილვის შემდეგ ასევე მივიღებთ გადაწყვეტილებას, ეს ვეტო დაძლეული უნდა იქნას, მთლიანად უნდა გავითვალისწინოთ მისი შენიშვნები თუ ნაწილობრივ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პარლამენტმა პრეზიდენტს ხელმოსაწერად გადაუგზავნა, ვეტო დაადო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები