სოციალურ ქსელში გიორგი ცერცვაძის წერილი გავრცელდა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნუგზარ წიკლაური გიორგი ცერცვაძის წერილს აქვეყნებს.

წერილში ცერცვაძე მხარდამჭერებს მადლობას უხდის და იმედს გამოთქვამს რომ უკრაინა მის თავს რუსეთს არ გადასცემს.

„დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც მხარს მიჭერს. იმედი მაქვს, რომ უკრაინა არ გადასცემს ჩემს თავს ჩვენს საერთო მტერს და მე მექნება საშუალება ვებრძოლო ჩვენს მტერს“, -აღნიშნულია წერილში.

შეგახსენებთ რომ გიორგი ცერცვაძე 15 იანვარს საქართველოდან უკრაინაში გამგზავრების შემდეგ კიევის აეროპორტში დააკავეს. მას რუსეთი 2003 წელს დანაშაულის ჩადენას ედავება, თუმცა ცერცვაძეზე საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის მიერ 2016 წლის 23 დეკემბერს გამოცხადდა. ცერცვაძე, აფხაზეთისა და 2008 წლის ომებში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა.

16265750_734162276738611_5604832445493025478_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები