საინიციატივო ჯგუფმა თიბილოვი ე.წ. სამხრეთ ოსეთის „პრეზიდენტობის კანდიდატად“ დაასახელა

საინიციატივო ჯგუფმა ე.წ. სამხრეთ ოსეთის „ცენტრალურ საარჩევნო კომისიას“ წერილი გაუგზავნა, რომელშიც წერია, რომ ლეონიდ თიბილოვი ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელდა. ამის შესახებ სააგენტო „ტასი“ იუწყება.
„საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა 31 იანვარს ჩატარდება. სხდომაზე ლეონიდ თიბილოვი პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად დასახელდება”, – განუცხადა „ტასს“ თიბილოვის თანაშემწემ, მადინა კოზაევამ. მისივე ინფორმაციით, თიბილოვის საინიციატივო ჯგუფში შედიან პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწეები, კულტურის, მედიცინისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები. კოზაევამ ასევე განაცხადა, რომ თიბილოვს “საპრეზიდენტო კანდიდატად“ დასახელება რამდენიმე პარტიამ შესთავაზა, მაგრამ მან საინიციატივო ჯგუფი არჩია.
ე.წ. სამხრეთ ოსეთში „საპრეზიდენტო არჩევნები” 9 აპრილს უნდა ჩატარდეს. ლეონიდ თიბილოვის გარდა, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ოკუპირებული რეგიონის ყოფილი დე ფაქტო ლიდერი – ედუარდ კოკოითი და ე.წ. პარლამენტის სპიკერი – ანატოლი ბიბილოვი გეგმავენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები