ოკუპირებულ აფხაზეთს რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა

ტყვარჩელის რაიონში ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის გამო ოკუპირებულ აფხაზეთს რამდენიმე საათის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. ამის შესახებ სააგენტო „ინტერფაქსი“ იუწყება.
კომპანია „ჩერნომორენერგოს“ ინფორმაციით, გაგრის და გუდაუთის რაიონების სასიცოცხლო ობიექტებს ავარიის დროს ელექტროენერგია რუსეთიდან მიეწოდებოდა. მოგვიანებით სარემონტო ბრიგადებმა ელექტროენერგიის მიწოდება აღადგინეს.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ აფხაზი ენერგეტიკოსები აცხადებდნენ, რომ ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დაბალი დონის გამო ოკუპირებულ აფხაზეთს თებერვლის შუა რიცხვებში დენის მიწოდება შეუწყდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები