ავსტრიის პოლიციამ 18 წლის მამაკაცი დააკავა, რომელიც ტერაქტს გეგმავდა

ავსტრიის შს სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში 18 წლის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელიც ვენაში ტერორისტულ აქტს გეგმავდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
როგორც ავსტრიის შს მინისტრმა, ვოლფგანგ სობოტკამ განაცხადა, დაკავებული „ჯიჰადისტური შეხედულებების წარმომადგენელია“. ამჟამად პოლიცია ცდილობს დაადგინოს, რომელ ტერორისტულ დაჯგუფებასთან იყო დაკავშირებული ეს პირი.
ავსტრიულმა გაზეთმა  “Krone”-მ გამოაქვეყნა მასალა, რომ ტერორისტულ თავდასხმებს ვენაში ალბანური წარმომავლობის ექსტრემისტთა ჯგუფი გეგმავდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები