გამბიის მოქმედი პრეზიდენტი არჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების გადაცემას დათანხმდა
გამბიის მოქმედი პრეზიდენტი იახია ჯამე, რომელიც ქვეყანას 20 წლის განმავლობაში მართავდა, არჩეული პრეზიდენტისთვის, ადამ ბაროუსთვის უფლებამოსილების გადაცემას დათანხმდა. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
ეს განცხადება ჯამემ მავრიტანიის და გვინეის ლიდერებთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ მიიღო, რომლებიც გამბიაში პოლიტიკური კრიზისის მოგვარების შუამავლები იყვნენ. სატელევიზიო გამოსვლაში ჯამემ განაცხადა, რომ გამბიაში არც ერთი წვეთი სისხლი არ უნდა დაღვრილიყო.
მანამდე სენეგალმა და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ გამბიაში შეიარაღებული ძალებს შეიყვანდნენ იმ შემთხვევაში, თუ იახია ჯამე თანამდებობას არ დატოვებდა.