აბრუცოს პროვინციაში მაშველებმა ზვავის ქვეშ მოყოლილი სასტუმროდან 10 ადამიანი გადაარჩინეს (ვიდეო)

მაშველებმა 10 ადამიანი გადაარჩინეს სასტუმროდან, რომელიც ორი დღის წინ იტალიის აბრუცოს პროვინციაში ზვავმა დაფარა. გადარჩენილთა შორის ბავშვებიც არიან.
ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება. ნანგრევებში კიდევ რჩება 20 ადამიანი. მაშველები მათ ძებნას განაგრძობენ.
ზვავი სასტუმროზე 18 იანვარს ჩამოწვა. მისი მიზეზი ძლიერი თოვლი და 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა გახდა, რომელიც იტალიის ცენტრალურ ნაწილში მოხდა.

italia 1

italia 2

italia 3

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები