აშშ-ის სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელის პოსტზე ჯეიმს მეტისის კანდიდატურა დაამტკიცა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა თავდაცვის მინისტრის პოსტზე გენერალ ჯეიმს მეტისის კანდიდატურა დაამტკიცა, რომელიც ამ თანამდებობაზე დონალდ ტრამპმა წარადგინა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
ჯეიმს მეტისი პირველი სამხედროა პენტაგონის მეთაურის პოსტზე, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში.
სამხედროებს, რომლებიც შვიდ წელზე ადრე გადადგნენ, ამერიკული კანონმდებლობა ამჟამად  თავდაცვის მინისტრობას  უკრძალავს, თუმცა კონგრესს შეუძლია გამონაკლისის დაშვება.
გენერალი მეტისი 2013 წელს საზღვაო ქვეითთა კორპუსიდან გადადგა. მანამდე კი ის აშშ-ის სამხედრო მეთაურობის სარდალი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები