დონალდ ტრამპი: მსოფლიოში ადამიანებმა ერთმანეთთან მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საკუთარ ხალხს პირობა მისცა, რომ ამერიკა ძველ დიდებას დაიბრუნებს, – ამის შესახებ მან ინაუგურაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, მსოფლიოში ადამიანებმა ერთმანეთთან მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ.
“ჩვენი პოლიტიკის საფუძველი პარტიორიზმი იქნება. თუ ჩვენი გული პატრიოტიზმით სავსე იქნება, ცრურწმენებისთვის ადგილი აღარ იქნება. მსოფლიოში ადამიანებმა ერთმანეთთან მშვიდობიანად უნდა იცხოვრონ. ჩვენ ერთად უნდა ვიმუშავოთ და გავერთიანდეთ. როდესაც ამერიკა ერთიანია, მისი შეჩერება შეუძლებელია. დავიცავთ მამაც ქალებსა და კაცებს, რომლებიც ჩვენს შეიარაღებულ ძალებში მსახურობენ და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უფალი დაგვიფარავს”,-განაცხადა ტრამპმა.
დონალდ ტრამპი აშშ-ს 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პრეზიდენტობის კანდიდატია რესპუბლიკური პარტიიდან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები