დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო ფიცი დადო

აშშ-ს ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, გლოვერ რობერტსის თანდასწრებით, საპრეზიდენტო ფიცი დადო.
„ცვლილება დაიწყება სწორედ ახლა, ამ მომენტში, რომელიც თქვენ გეკუთვნით. ეს არის თქვენი დღე და ამერიკის შეერთებული შტატები არის თქვენი ქვეყანა. ეს დღე დაგამახსოვრდებათ იმით, რომ ხალხი გახდა ამ ქვეყნის მმართველი კიდევ ერთხელ“, – მიმართა ამერიკელ ხალხს ტრამპმა.
ტრამპმა ფიცი აბრაამ ლინკოლნის ბიბლიაზე დადო, რომელზეც 1861 წელს ლინკოლნმა ამერიკელ ხალხს ერთგულება შეჰფიცა.
დონალდ ტრამპი მოსახლეობას ცვლილებებს, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის არმიის გაძლიერებას ჰპირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები