სირიაში ავტომობილის აფეთქების შედეგად 5 თურქი სამხედრო დაიღუპა

დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად სირიის ქალაქ ალ-ბაბთან 5 თურქი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ იუწყება.
ცნობისთვის, თურქეთი ამჟამად სირიის ჩრდილოეთ ნაწილში სამხედრო ოპერაციას “ევფრატეს ფარს“ ახორციელებს, რომლის მიზანია ამ რეგიონში უსაფრთხოების ზონის შექმნა.
მძიმე ბრძოლები სწორედ ქალაქ ალ ბაბთან მიმდინარეობს, სადაც თურქეთის შეიარაღებული ძალების და სირიის ოპოზიციური ქვედანაყოფები „ისლამური სახელმწიფოს“ “ბოევიკების“ მიერ ადრე დაკავებული დასახლებების აღებას ცდილობენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები