იტალიაში, აბრუცოს პროვინციაში ზვავში მოყოლილი ექვსი ცოცხალი ადამიანი აღმოაჩინეს

იტალიაში, აბრუცოს პროვინციაში, მაშველებმა ზვავის ქვეშ მოყოლილი ექვსი ცოცხალი ადამიანი აღმოაჩინეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.
გარდა ამისა, მაშველებმა ოთხი ცხედარი აღმოაჩინეს სასტუმროს ნანგრევებში, რომელიც ზვავმა დაფარა.
ზვავის ჩამოწოლა იტალიაში 5,2 მაგნიტუდის მიწისძვრამ გამოიწვია. აბრუცოს პროვინციაში ბოლო რამდენიმე დღეა თოვს და მიწისძვრამ მთებზე დადებული თოვლი ზვავად აქცია, რომელიც სასტუმროს დაატყდა თავს.
მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში, სასტუმროში, ფაქტობრივად ცოცხლად დამარხული ხალხის მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს იღებდნენ. ისინი შველას ითხოვდნენ, თუმცა შემთხვევის ადგილზე მისვლა მალე ვერ მოხერხდა, ვინაიდან ზვავმა გზაზე ხეები წააქცია და  ლოდებით დაფარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები