დიმიტრი პესკოვი: რუსეთზე კიბერშეტევები რეგულარულად ხორციელდება

რუსეთის კომპიუტერულ სისტემებზე რეგულარულად ასობით ათასი კიბერშეტევა ხორციელდება. ამის შესახებ პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
გადაცემა HARDtalk-თვის მიცემულ ინტერვიუში პესკოვმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთს ჰილარი კლინტონის და „დემოკრატიული პარტიის“ სერვერებზე წინასაარჩევნო კამპანიის დროს განხორციელებულ კიბერშეტევებთან არანაირი კავშირი არა აქვს.
პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთიც ხშირად ხდება კიბერთავდასხმების ობიექტი. პრესმდივნის თქმით, მათი ნაწილი გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდან, ნაწილი კი აშშ-დან ხდება.
„ამ შემთხვევაში თქვენ რომ გკითხოთ, რომ ეს კიბერშეტევები დიდი ბრიტანეთის ან აშშ-ის მთავრობების ხელშეწყობით მოხდა, თქვენ ხომ მიპასუხებთ, რომ ამაზე საუბარიც კი არ შეიძლება იყოს,“ – განაცხადა პესკოვმა.
პესკოვმა ასევე განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს კიბერშეტევებთან უცხოური სპეცსამსახურების კავშირის დამადასტურებელი მასალები.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები