ავღანეთში უპილოტო საფრენმა აპარატმა 4 „ბოევიკი“ გაანადგურა

უპილოტო საფრენმა აპარატმა ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს” 4 „ბოევიკი“ გაანადგურა. ავიადარტყმა ისლამისტთა პოზიციებზე ნანგარჰარის პროვინციაში განხორციელდა. ამის შესახებ გამოცემა Khaama Press იუწყება.
განადგურებულ ტერორისტთა შორის პაკისტანის და ტაჯიკეთის მოქალაქეები არიან, რომლებიც „ისლამური სახლმწიფოს” მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ.
ცნობისთვის, ბრიტანელი ანალიტიკოსების ინფორმაციით, 2016 წელს „ისლამურმა სახელმწიფომ“ ერაყსა და სირიაში ადრე დაკავებული ტერიტორიების მეოთხედი დაკარგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები