სენეგალმა გამბიაში სამხედრო ინტერვენცია შეაჩერა

სენეგალმა და დასავლეთ აფრიკის შეიარაღებულმა ძალებმა გამბიაში სამხედრო ოპერაცია შეაჩერეს, რათა მხარეებს კრიზისული სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარების კიდევ ერთი შანსი მისცენ.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება. მოლაპარაკება პარასკევს უნდა გაიმართოს. მას გვინეის პრეზიდენტი ალფა კონდე გაუძღვება, ვინაიდან გამბიის მოქმედ პრეზიდენტს იახიე ჯამეს და მავრიტანიის ლიდერს მუჰამედ ულდ აბდელ აზიზს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
ხუთშაბათს სენეგალის შეიარაღებულმა ძალებმა გამბიაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს, რათა დეკემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულ ადამ ბაროუს უფლებამოსილება გადაეცეს. გამბიაში სენეგალის ინტერვენციას გაეროს უშიშროების საბჭომაც მხარი დაუჭირა. ეს გადაწყვეტილება იმით აიხსნება, რომ მოქმედი პრეზიდენტი იახია ჯამე, რომელიც არჩევნებში დამარცხდა, თანამდებობიდან გადადგომაზე უარს აცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები