მონტენეგრომ რუსეთის მოქალაქის ედუარდ შიროკოვის წინააღმდეგ სახელმწიფო გადატრიალების საქმეზე წაყენებული ბრალი დააზუსტა

123რუსეთის მოქალაქე ედუარდ შიროკოვი მონტენეგროს საკონსტიტუციო წესრიგის და უშიშროების წინააღმდეგ დანაშაულის მომზადებაშია ეჭვმიტანილი, ის პრემიერ-მინისტრის მილო ჯუკანოვიჩის მკვლელობასაც ამზადებდა. ამის შესახებ გუშინ ჩერნოგორიის სპეციალურმა პროკურორმა ველკო რუტოვიჩმა ნაციონალური ტელეკომპანია RTCG-ის ეთერში განაცხადა.
რუტოვიჩმა აღნიშნა, რომ ჯუკანოვიჩის მკვლელობის მომზადებაში მხოლოდ შიროკოვია ბრალდებული და საუბარია მკვლელობის მომზადებაში ჩათრევაზე. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქე დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და ტერორიზმშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ პორტალი Vijesti იუწყება.
მანამდე მონტენეგროს პროკურორმა განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის მომზადებაში რუსეთის ორი მოქალაქე – 46 წლის ედუარდ შიროკოვი და 36 წლის ვლადიმერ პოპოვია ეჭვმიტანილი, ორივეზე ინტერპოლის ხაზით ძებნა გამოცხადდა.
ინტერპოლის მონტენეგროს კანცელარიის უფროსმა დეიან ჯუროვიჩმა განაცხადა, რომ გამოძიების  პროცესში ისინი რუს კოლეგებს ეკონტაქტებოდნენ, რომლებმაც 2016 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში შიროკოვის და პოპოვის პასპორტების ნომრები დაადასტურეს, მაგრამ მას შემდეგ მონტენეგროს ხელისუფლების მიერ გაგზავნილ განაცხადებს არ პასუხობენ. ჯუროვიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთის ორი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ინტერპოლის ხაზით ძებნის გამოცხადებაზე, მონტენეგრომ სერბეთის პოლიციისგან მიიღო.
ძებნა სერბეთის ორ მოქალაქეზეც – 43 წლის ნემანია რისტიჩზე და 47 წლის პრედრაგ ბოგიჩევიჩზე გამოცხადდა. სერბეთის პოლიციამ ისინი 13 იანვარს დააკავა. ბოგიჩევიჩი საექსტრადიციო ციხეში მიიყვანეს, ხოლო რისტიჩი გაუსვლელობის ხელწერილით გაათავისუფლეს. ამის შესახებ Ruserbia.com იუწყება.
მონტენეგროს პროკურატურის ვერსიით, რუსეთის და სერბეთის მოქალაქეებმა დანაშაულებრივი დაჯგუფება შექმნეს, რომელის მეშვეობითაც სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და ახლა უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მილო ჯუკანოვიჩის მკვლელობას გეგმავდნენ. მკვლელობა 2016 წლის 16 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს უნდა მომხდარიყო. 2016 წელის 16 ნოემბერს მონტენეგროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალურმა პროკურორმა მილივოი კატნიჩმა განაცხადა, რომ მკვლელობის წინა დღეს დაჯგუფების გეგმები გაიხსნა, ხოლო მისი 50 წევრი დააკავეს.
სერბეთის მთავრობასთან დაახლოებულმა პირებმა გაზეთ The Guardian-ს აცნობეს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი პატრუშევმა ბელგრადში ვიზიტის დროს თითქოს ბოდიში მოიხადა მონტენეგროს დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების გამო და დაამატა, რომ გადატრიალების ორგანიზატორები დამოუკიდებლად, კრემლის სანქციის გარეშე მოქმედებდნენ.
მოსკოვში ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ პუბლიკაციას “პროვოკაციის კლასიკური ნიმუში“ უწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები