რუსული ავიაკომპანია ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების განახლებას გეგმავს

ავიაკომპანია „ვოლოგოდის ავიახაზები“ ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების განახლებას აპირებს. ამის შესახებ რადიო „სპუტნიკს“ ავიაკომპანიის ხელმძღვანელმა, მიხეილ ზუევმა განუცხადა.
„ჩვენ გვაქვს ბევრი შესათანხმებელი საკითხი. პირველ რიგში, გასარკვევია, შეძლებს თუ არა სოხუმის აეროპორტი ჩვენი ავიაკომპანიის თვითმფრინავების მიღებას, გარდა ამისა, საჭიროა საბაჟო კონტროლის ადგილის აშენება. ჩვენ აფხაზეთში ფრენის დიდი სურვილი გვაქვს, მით უმეტეს, რომ „როსავიაციის“  მხრიდან არსებობს ამ სანატორიულ-ტურისტული მიმართულების განვითარების დავალება“, – განაცხადა ზუევმა.
ზუევმა ასევე დაამატა, რომ ფრენის განახლების სურვილი მეორე ავიაკომპანაის- ვოლოგოდის ავიახაზებსაც აქვს, თუმცა აფხაზურმა მხარემ ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის შესაბამისი ხარისხი და საავიაციო უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები