მერკელმა, ოლანდმა და პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მდგომარეობა ტელეფონით განიხილეს

აღმოსავლეთ უკრაინაში არსებული მდგომარეობა გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს.
სატელეფონო საუბრის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ბოლო დროს მდგომარეობა გამწვავდა და უკრაინაში არსებული კრიზისის მოგვარების მიმდინარეობით უკმაყოფილება გამოხატეს. მერკელმა, პუტინმა და ოლანდმა ხაზი გაუსვეს მინსკის შეთანხმებების შესრულების აუცილებლობას. ასევე, საუბრის დროს, სამი ქვეყნის ლიდერმა  „ნორმანდიული ფორმატის“ შენარჩუნების და ამ პროცესის გაფართოების აუცილებლობაზეც ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები