ესპანეთში რუსი პროგრამისტი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ რუსი პროგრამისტი – სტანისლავ ლისოვი დააკავა. ლისოვი ინტერპოლის ხაზით იძებნებოდა და მისი დაკავების მოთხოვნით ესპანეთს აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ მიმართა. ამის შესახებ „ბი ბი სი” იუწყება.
ლისოვი და მისი მეუღლე ბარსელონის აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის საფრანგეთის ქალაქ ლიონში უნდა გაფრენილიყო.
როგორც პროგრამისტის მეუღლემ, დარია ლისოვამ განაცხადა, მისი ქმარი ვებგვერდების შექმნით და მათი პროგრამული უზრუნველყოფით არის დაკავებული.
რუსული მედია ლისოვის დაკავებას „რუს ჰაკერებზე ნადირობას“ უკავშირებს. რუსი ჰაკერები არაერთხელ დაუკავებიათ ტაილანდში, ჩეხეთში, სომხეთში და სხვა ქვეყნებში.
დარია ლისოვას ინფორმაციით, მისი მეუღლე ბარსელონის მახლობლად მდებარე ერთ-ერთ ციხეში იმყოფება. პროგრამისტის მეუღლე კი მოსკოვში დაბრუნდა და დასახმარებლად რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.
ცნობისთვის, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩვენების წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ შეერთებული შტატების “დემოკრატიული პარტიის” და ჰილარი კლინტონის სერვერები ჰაკერებმა გატეხეს. მოგვიანებით, ამერიკულმა დაზვერვამ მომხდარში მოსკოვი დაადანაშაულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები