„ისლამურმა სახელმწიფომ“ 2016 წელს ადრე კონტროლირებადი ტერიტორიის მეოთხედი დაკარგა  

ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ, „ისლამურმა სახელმწიფომ“ 2016 წელს სირიასა და ერაყში ადრე კონტროლირებადი ტერიტორიების მეოთხედი დაკარგა.  ამის შესახებ ბრიტანული ანალიტიკური კომაპნია IHS Markit იუწყება.

ამ ინფორმაციის მიხედვით, ერთი წლის განმავლობაში, ჯიჰადისტებმა 18 ათასი კვადრატული კილომეტრის ტერიტორია დაკარგეს და ამჟამად ისინი 60,4 ათას კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ.
ანალიტიკური კომპანიის შეფასებით, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა მოსულში მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს და შეტევას განაგრძობენ.

მოსული ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ ძირითადი დასაყრდენი და დაჯგუფების მიერ კონტროლირებადი უდიდესი დასახლებული პუნქტი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები