არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ვენეციის კომისია თავიდანვე იქნება ჩართული

“ის რეკომენდაციები, რომლებსაც მოგვაწვდის ვენეციის კომისია, თავიდან ბოლომდე იქნება გათვალისწინებული საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ვენეციის კომისია თავიდანვე იქნება ჩართული.
„როგორც საზოგადოებას დავპირდით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ვენეციის კომისია თავიდანვე იქნება ჩართული და შემდგომში, როდესაც უკვე მომზადდება დოკუმენტი შესაბამისი ცვლილებებით, ეს დოკუმენტიც აუცილებლად იქნება ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული და ის რეკომენდაციები, რომლებსაც მოგვაწვდის ვენეციის კომისია, თავიდან ბოლომდე იქნება გათვალისწინებული ამ რეფორმის ფარგლებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მოწვევით, 20 იანვარს თბილისს, სამუშაო ვიზიტით, ვენეციის კომისიის დელეგაცია ეწვევა.
დელეგაცია, რომელსაც ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს, შეხვედრებს გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან და საქართველოს პრეზიდენტთან.
ვიზიტის პირველ დღეს, კომისიის დელეგაცია საქართველოს პარლამენტს ეწვევა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვენეციის კომისიის დელეგაცია საპარლამენტო ფრაქცია „საქართველოს პატრიოტებს“ და უმცირესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლებსაც შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები