“კავეა თბილისი მოლში” ინდური კინოს ფესტივალი გაიხსნება

დღეს, 17:00 საათზე “კავეა თბილისი მოლში” ინდური კინოს ფესტივალი – “ბოლივუდი თბილისში” გაიხსნება. გახსნის ცერემონიალზე მისულ სტუმრებს ინდურ რესტორან “სანჯა ჭულას” უგემრიელესი კერძებით გაუმასპინძლდებიან.
მაყურებლებს საშუალება ექნებათ, 2 დღის განმავლობაში იხილონ “ბოლივუდის” უახლესი ჰიტები.

ფესტივალი წელს უკვე მესამედ იმართება და მისი ორგანიზატორები  ინდოეთის საელჩო საქართველოში და ინდოეთისა და საქართველოს კულტურულ ურთიერთობათა პალატა არიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები