ზაზა სოფრომაძე: ყველა კლინიკას აქვს საშუალება, რომ ჩვენს მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოვიდეს

ყველა კლინიკას აქვს საშუალება, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ჩვენს მოთხოვნებთან, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მხრიდან გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრისას განაცხადა.
როგორც სოფრომაძემ აღნიშნა, სწორედ ამიტომ დღეს არ იქნა დასახელებული იმ კლინიკების ჩამონათვალი, რომელი კლინიკებიც, შესაძლოა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას გამოეთიშოს. ასეთი კლინიკების რიცხვი ათამდე აღწევს.
„ჩვენ ვიცნობთ სიტუაციას, ვიცით თუ რა ხდება ბაზარზე ამ მხრივ და ვიცით ის კრიტიკული წერტილები, სადაც მსგავს მოვლენებს აქვს ადგილი, ამიტომ ყველა კლინიკას აქვს საშუალება, რომ შესაბამისობაში მოვიდეს ჩვენს მოთხოვნებთან. სწორედ ამიტომ დღეს არ იქნა დასახელებული ის კლინიკები, რომლებიც შეიძლება გახდნენ ხელშეკრულების არგაფორმების კანდიდატები და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული შეძლებენ თუ არა ისინი ამ პროცესებში ჩართვას“, -განაცხადა ზაზა სოფრომაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები