რუსეთის გენშტაბის ინფორმაციით, მოსკოვმა და ანკარამ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია განახორციელეს

რუსეთის და თურქეთის სამხე3დრო-საჰაერო ძალებმა სირიაში „ისლამური სახელმწფოს” წინააღმდეგ ერთობლივი ოპერაცია განახორციელეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის გენერალური შტაბი ავრცელებს. ოპერაცია ქალაქ ალ-ბაბის მიდამოებში ჩატარდა.
როგორც რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს უფროსმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა, ავიადარტყმა ტერორისტების 36 ობიექტზე განხორციელდა. ავიაიერიშში “სუ-24”-ის, „სუ-25“-ის, „სუ-34“-ის, ასევე „F-16“ და „F-4“-ის ტიპის თვითმფრინავები მონაწილეობდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები