თურქეთის პროკურატურამ 243 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა

თურქეთის პროკურატურამ 243 სამხედრო მოსამსახურის დაკავების ორდერი გასცა. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება. მათი დაკავების ოპერაცია ერთდროულად თურქეთის 54 პროვინციაში მიმდინარეობს.
სამხედროები 2016 წლის სამხედრო ამბოხებასთან კავშირში არიან ეჭვმიტანილები. სამხედრო მოსამსახურეებმა მესენჯერ Bylock-ით სარგებლობდნენ, რომელიც დაშიფრულ მასალებს გადასცეს. თურქეთის სამართალდამცველები ეჭვობენ, რომ ამ მესენჯერს ისლამის მქადაგებლის, ფეთჰულაჰ გიულენის მომხრეები იყენებენ.
გიულენს ანკარა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში ადანაშაულებს,. გიულენი ამ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები