ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 73-ე შეხვედრა გაიმართა.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა, შეხვედრის მონაწილეებთან ერთად ბოლო პერიოდში დაფიქსირებული ის ინციდენტები განიხილეს, რომელიც ადგილზე არსებულ მშვიდობასა და სტაბილურობას პოტენციურად საფრთხეს უქმნის.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხინვალის ციხეში უკანონოდ მყოფი საქართველოს მოქალაქის გიორგი გიუნაშვილის საკითხს.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოსაზრებით, აუცილებელია მისი უმოკლეს ვადაში უპირობო გათავისუფლება და ოჯახის წევრებისთვის მისი მონახულების საშუალების მიცემა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ პრობლემებს, რომელიც საოკუპაციო ხაზზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის უკანონოდ დამონტაჟებული მავთულხლართები, ღობეები და სხვა ხელოვნური ბარიერები კვლავაც ქმნის.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა 2017 წლის 3 თებერვალს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები