ერაყის ჯარმა მოსულის აღმოსავლეთ ნაწილი აიღო

ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ მოსულის აღმოსავლეთ ნაწილი მთლიანად დაიკავეს. ამის შესახებ სააგენტო “როიტერი” იუწყება. რაც შეეხება დასავლეთ მოსულს, მას ჯერ კიდევ „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკები“ აკონტროლებენ, ერაყის სამთავრობო ძალები ახლა მდინარე ტიგროსზე გადასვლას ცდილობენ, რათა ქალაქის დარჩენილი ნაწილი დაიკავონ. მოსული ერაყის ბოლო მსხვილი დასახლებული პუნქტია, რომელსაც „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. ქალაქისთვის ბრძოლა უკვე სამი თვეა მიმდინარეობს. ერაყის სამხედრო მეთაურობა მოსულის აღებას რამდენიმე თვეში გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები