იტალიაში დღეს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ რომში მეტრომ მუშაობა შეწყვიტა

რომის მეტრომ იტალიის ცენტრალურ ნაწილში დღეს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ მუშაობა შეაჩერა. ამის შესახებ “ბი-ბი-სი“ იუწყება.
იტალიის ლაციოს, აბრუცის და მარკეს ოლქებში დღეს სამი მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა მაგნიტუდამ 5,3 -დან 5,7- მდე შეადგინა.
რომის სკოლებიდან მოსწავლეების და მეტროდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ზოგიერთმა იტალიურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ქალაქ ამატრიჩეში ძველი ნაგებობები დაზიანდა.
სწორედ ამატრიჩე დაზიანდა ყველაზე მეტად 2016 წლის აგვისტოში მომხდარი მიწისძვრის შედეგად. მაშინ იტალიაში სტიქიას 299 ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები