აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ 12 მილიონ გვერდიანი საარქივო მასალები გამოაქვეყნა

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ (CIA) 50 წლის საარქივო მასალები გამოაქვეყნა. მასალები 1940-1990 წლის პერიოდს ეხება და 12 მილიონ გვერდს შეიცავს. ამის შესახებ სააგენტო “ბლუმბერგი” იუწყება.
არქივში შესაძლებელია კორეის და ვიეტნამის ომების, ასევე “ცივი ომის“ პერიოდში სამმართველოს საქმიანობაზე საინტერესო მასალების მოძიება.
სადაზვერვო სამმართველო მომავალში 25 წელზე ძველი დოკუმენტების დიდი ნაწილის გამოქვეყნებას აპირებს. ამ ოდენობის მასალების დასამუშავებლად ხელოვნური ინტელექტი იქნება გამოყენებული, ვინაიდან მხოლოდ ადამიანი ამას ვერ შეძლებს.
როგორც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციის სამმართველოს უფროსმა ჯოზეფ ლამბერტმა განაცხადა, არქივების გამოქვეყნების პროცესში აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ მისი გასაჯაროება ქვეყნის ნაციონალურ ინტერესებს ზიანს არ მიაყენებს და რიგ შემთხვევებში“სახელების და სხვა დეტალების გასაჯაროება არ მოხდება“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები