ოკუპირებული აფხაზეთი 15 თებერვლიდან ენგურჰესიდან ელექტროენერგიას აღარ მიიღებს

15 თებერვლის შემდეგ  ოკუპირებული აფხაზეთი ენგურჰესიდან ელექტროენერგიას ვეღარ მიიღებს. ამის შესახებ სააგენტო „სპუტნიკს“ ენგურჰესის ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ განუცხადა.
„თუ ჩვენ ენგურჰესის წყალსაცავის წყალს ასეთივე ტემპებით გამოვიყენებთ, თებერვლის შუა რიცხვების შემდეგ რუსეთში ელექტროენერგიის შეძენა დაგვჭირდება“, – განაცხადა ხუბუამ.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ჯვრის წყალსაცავში წყლის დონე 453 მეტრზეა და არსებობს კიდევ 35 მეტრის გამომუშავების შესაძლებლობა, რის შემდეგ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდება.
ეს ინფორმაცია „ჩერნომორენერგოს“ მთავარმა ინჟინერმა თემურ კაციამაც დაადასტურა. მისი ინფორმაციით, აფხაზეთი თებერვლიდან ენგურჰესიდან დენს ვეღარ მიიღებს.
ენგურჰესი მწყობრში 1988 წელს შევიდა. ამჟამად მისი ჰიდროაგრეგატები ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზეა განლაგებული, ხოლო კაშხალი და წყალსაცავი – თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები