იტალიაში 5,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

იტალიის ცენტრალურ ნაწილში 5,4, მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ გამოცემა independent-ი იუწყება. მიწისქვეშა ბიძგები რომსა და ფლორენციაში იგრძნობოდა.
ევროპის ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ მალტინანოდან 16 კილომეტრში მდებარეობდა.
ნგრევის და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. ცნობისთვის, გასული წლის აგვისტოში იტალიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად 299 ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები