ბრიტანეთის პრემიერი – ჩვენ ევროკავშირის ერთიანი ბაზრიდან გავალთ

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, დიდი ბრიტანეთი ამ ორგანიზაციის თავისუფალი ვაჭრობის ზონასაც დატოვებს. ამის შესახებ მეიმ Brexit-ის თაობაზე ლონდონში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მეიმ განაცხადა, რომ შეუძლებელია, ქვეყანა „ნახევრად იყოს ევროკავშირის წევრი და ნახევრად არ იყოს. შესაბამისად, მისი თქმით, ქვეყანამ უნდა გააკონტროლოს მიგრაციული ნაკადები, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან. შესაბამისად, ბრიტანეთი ევროკავშირში მოსახლეობის და შრომითი მიგრანტების თავისუფალ გადაადგილებაზე უარს ამბობს.
ამასთანავე, მეიმ აღნიშნა, რომ ლონდონი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ახალ შეთანხმებებს გააფორმებს, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებთან და სხვა სახელმწიფოებთან.
მეიმ ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირიდან გასვლა დიდ ბრიტანეთს საშუალებას მისცემს, გახდეს უფრო ძლიერი, გახსნილი და ერთიანი. ქვეყანა აშშ-სთან, კანადასთან, ავსტრალიასთან, ასევე აზიისა და აფრიკის ქვეყნებთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებას გეგმავს.

„ჩვენ ვტოვებთ ევროკავშირს, მაგრამ ევროპული ფასეულობების ერთგულები ვრჩებით. ევროკავშირიდან გასვლა ევროპიდან გასხვლას არ ნიშნავს”, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.
2016 წლის ბოლოს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დიდი ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, ამ ორგანიზაციის თავისუფალი ვაჭრობის ზონაში დარჩება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები