მსოფლიოს 8 უმდიდრეს ადამიანს იმდენივე ფული აქვს, რაც 3 მილიარდ 600 მილიონ ღარიბს

მსოფლიოს რვა უმდიდრესი ადამიანის ქონება დაახლოებით უდრის 3 მილიარდ 600 მილიონი ადამიანის ქონებას, რომლებიც პლანეტის უღარიბეს ნაწილს წარმოადგენენ. ამის შესახებ საქველმოქმედო ორგანიზაცია Oxfam იუწყება. ეს მონაცემები ორგანიზაციამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა. როგორც ექსპერტები აცხადებენ, მდიდრებსა და ღარიბებს შორისა სხვაობა ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ.
ამასთან, ეკონომისტთა ნაწილი მოხსენებას აკრიტიკებს და ურჩევს Oxfam-ს, რომ არა უმდიდრესი ადამიანების ქონებას, არამედ ღარიბი ადამიანების მდგომარეობას მიაქციოს ყურადღება, რომელიც წლიდან წლამდე უმჯობესდება., როგორც ეკონომიკის ექსპერტი ბენ საიტვუდი აცხადებს, მას ორგანიზაციის კვლევების შედეგებში ეჭვი არ ეპარება, მაგრამ „Oxfam-ის მონაცემების ინტერპრეტირება არასწორად ხდება“.
მსოფლიოს 8 უმდიდრესი ადამიანია: ბილ გეიტსი, ამანსიო ორტეგა, უორენ ბაფეტი, კარლოს სლიმი, ჯეფ ბეზოსი, მარკ ცუკერბერგი, ლარი ელისონი და მაიკლ ბლუმბერგი. მათი კაპიტალი ერთიანობაში თითქმის ნახევარ ტრილიონ დოლარს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები