იბრაჰიმ გასეევი: 2017 წელს სამხრეთ ოსეთის და რუსეთის არმიები გაერთიანდება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის „თავდაცვის მინისტრი“ იბრაჰიმ გასეევი აცხადებს, რომ 2017 წელს რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალები გაერთიანდება. მისი ინფორმაციით, შესაბამისი შეთანხმება უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში მისი ხელმოწერა შედგება. „მას შემდეგ, რაც შეთანხმება ძალაში შევა, რუსეთი სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურს და სამხრეთ ოსეთის სამხედრო ბილეთებს აღიარებს“, – განუცხადა ე.წ. მინისტრმა გამოცემა „გაზეტა.რუ“-ს. გასეევმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთი ცდილობს მიაღწიოს იმას, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურების შემთხვევაში, ოს სამხედროებს სამხედრო წოდებები შეუნარჩუნდეთ. ასევე ე.წ. თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ გაერთიანების შემდეგ სამინისტრო და მისი საბრძოლო ქვედანაყოფები შენარჩუნებული იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები