ტრამპი აცხადებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ნაწილს ბირთვულ იარაღზე შეთანხმების შემთხვევაში გააუქმებს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი შეერთებული შტატების წინააღმდეგ სანქციებს იმ შემთხვევაში გააუქმებს, თუ რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან ბირთვული იარაღის შემცირებაზე შეთანხმება მოხდება. ამის შესახებ გამოცემა The Times იუწყება.
„დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა. მოდით ვნახოთ, შესაძლებელია თუ არა მოსკოვთან რაიმე შეთანხმების გაფორმება. დავიწყოთ ბირთვული იარაღიდან და მისი შემცირებიდან“ – აცხადებს ტრამპი.
ტრამპმა სირიაში რუსეთის ჩარევა გააკრიტიკა. აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამან სირიაში ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია.
მან ასევე ანგელა მერკელის „ღია კარის პოლიტიკას“ კატასტროფული შეცდომა უწოდა და დიდ ბრიტანეთს მოუწოდა გაეროს უშიშროების საბჭოში ისრაელის წინააღმდეგ მიღებული რეზოლუციების დაბლოკვისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები