ყირგიზეთში 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკის აეროპორტთან დღეს მომხდარი ავიაკატასტროფის გამო ყირგიზეთში 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ბოლო ინფორმაციით, „ბოინგ-747“-ის კატასტროფას 37 ადამიანი ემსხვერპლა.
კატასტროფა დღეს დილით მოხდა. თვითმფრინავი „თურქეთის ავიახაზებს“ ეკუთვნოდა და ის ჰონგ-კონგიდან სტამბოლში, ხოლო შემდეგ ბიშკეკში ჩაფრინდა. კატასტროფის დროს დაღუპულთა უმეტესობა სააგარაკო დასახლებაში მყოფი პირები არიან. თვითმფრინავმა 15 სახლი გაანადგურა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.
კატასტროფის მიზეზები უცნობია, თვითმფრინავის „შავი ყუთი“ ნაპოვნია და მისი გაშიფვრა მოხდება. ცნობილია, რომ ავიაკატასტროფის დროს აეროპორტის მიდამოებში ძლიერი ნისლი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები